"საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება. ვიმოქმედებთ აბსოლუტურად მშვიდობიანად"
"საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება. ვიმოქმედებთ აბსოლუტურად მშვიდობიანად"
"ქართული მარშის" წევრების საპროტესტო აქცია 16:00 საათზე დაიწყება. როგორც "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, "ქართული მარშის" წევრები და მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და კინოთეატრ "ამირანში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩვენებას მშვიდობიანად გააპროტესტებენ.

ბრეგაძის თქმით, აქტივისტები აპირებენ, რომ კინოთეატრ "ამირანის" შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შექმნან, "სირცხვილის კორიდორი" გააკეთონ და მაყურებლებს არ მისცენ ფილმის ჩვენებაზე შესვლის საშუალება.

"16:00 საათზე დაიწყება "ქართული მარშის" საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართული იქნება გეი პროპაგანდისტური ფილმის ჩვენების
წინააღმდეგ. ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება. ჩვენ ვიმოქმედებთ აბსოლუტურად მშვიდობიანად", - აღნიშნა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, თუკი გარკვეული პირები ძალადობრივი ქმედებებით შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას, ისინი კინოთეატრების შესასვლელების პიკეტირებას მოახდენენ და კინოთეატრების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ მისცემენ ფილმის გაშვების საშუალებას. მისი თქმით,
მსგავსი საპროტესტო აქციები ბათუმშიც იმართება.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, "მარშელები" "გეი პროპაგანდის წინააღმდეგები გამოდიან და განსხვავებული ორიენტაციის ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ".

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?