"სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, არ მახსოვს" - კვირის პალიტრა

"სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, არ მახსოვს"

სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალსტებს განუცხადა, რითაც ფილმთან "და ჩვენ ვიცეკვეთ" დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, სამართალდამცავები ყველა ადამიანის უსაფრთხოებას დაიცავენ.

"შს სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა და ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება. სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს",-განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება, რის საპროტესტოდაც გარკვეულ ჯგუფებს საპროტესტო აქციები აქვს დაგეგმილი.

"ინტერპრესნიუსი"