"სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, არ მახსოვს"
08-11-2019
"სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, არ მახსოვს"
სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალსტებს განუცხადა, რითაც ფილმთან "და ჩვენ ვიცეკვეთ" დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, სამართალდამცავები ყველა ადამიანის უსაფრთხოებას დაიცავენ.

"შს სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა და ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება. სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს",-განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური,
ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება, რის საპროტესტოდაც გარკვეულ ჯგუფებს საპროტესტო აქციები აქვს დაგეგმილი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები