"ქართული მარშის" წარმომადგენლები ვერის პარკიდან კინოთეატრ "ამირანისკენ“ დაიძრნენ
08-11-2019
"ქართული მარშის" წარმომადგენლები ვერის პარკიდან კინოთეატრ "ამირანისკენ“ დაიძრნენ
ქართული მარშის" წარმომადგენლები, რომლებიც ვერის პარკში იყვნენ შეკრებილი, კინოთეატრ "ამირანისკენ" დაიძრნენ.

ისინი კინოთეატრისკენ სტვენითა და შეძახილებით მიდიან, მათ შორის სკანდირებენ: "გაუმარჯოს საქართველოს".

"ამირანთან" მივიდა ერთ-ერთი სასულიერო პირიც, რომლის თქმითაც, ფილმთან "და ჩვენ ვიცეკვეთ" დაკავშირებით საკუთარი პროტესტი უკვე გამოხატა იმით, რომ "ამირანთან" მივიდა, უშუალოდ კინოთეატრში შესვლას და ფილმის ჩვენების ჩაშლას კი არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ "ამირანთან" პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობაა მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები