"მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს - ჩვენ დავიღალეთ ცოტა ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით და ვეღარ გავიგეთ, ვის მხარეს ხართ თქვენ?"
08-11-2019
"მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს - ჩვენ დავიღალეთ ცოტა ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით და ვეღარ გავიგეთ, ვის მხარეს ხართ თქვენ?"
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "ვერის ბაღთან" შეკრებილ მოქალაქეებთან სიტყვით მიმართვამდე სასულიერო პირებს ლოცვის წაკითხვა სთხოვა. რამდენიმე სასულიერო პირმა, შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად "მამაო ჩვენო" წაიკითხა.

ლევან ვასაძემ სამართალდამცავებს, რომლებიც კინოთეატრებთან არიან მობილიზებულები, მიმართა და სთხოვა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ ჩვენების გაუქმებაში ხელი არ შეუშალონ.

გარდა ამისა, ვასაძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა.

"მე მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს - ჩვენ დავიღალეთ ცოტა ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით და
ვეღარ გავიგეთ, ვის მხარეს ხართ თქვენ. ჩვენ ვართ შეგნებული, ტრადიციული, ეროვნული მოქალაქეები. მინდა მივმართო ბიძინას და ვუთხრა, რომ თუ შენ მართლა გეშინია ან ვერ აუქმებ ამ ფილმს, მაშინ მოდი და დაგვიდექი "ვერის ბაღში", გელოდებით აქ ქართველი ხალხი. წამოიყვანე ირაკლი ღარიბაშვილიც და პრემიერ-მინისტრიც. დაგვანახეთ, რომ არ
ემსახურებით ანტიტრადიციულ მიმდინარეობას, რომელიც გვანადგურებს ჩვენ. ასევე, მინდა მივმართო პოლიციელებს. ის ხალხი, რომელიც თქვენ გასისხლიანებდათ ზაფხულის განმავლობაში და ქვებს გესროდათ, ვინც ამას აფინანსებდა, სწორედ ის ხალხი შედის ამ კინოთეატრებში და მათ დაცვას გავალებენ თქვენ. აი, როგორ შეგიტრიალათ სატანამ სიმართლე. მოვუწოდებ ყველა პოლიციელს, ნუ შეგვიშლიან ხელს ამ სეანსების გაუქმებაში მთელი საქართველოს მასშტაბით," - განაცხადა ვასაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

koba
08 ნოემბერი 2019 19:55
არც ჩემი საქმეა ვინ რა ფილმს უყურებს და არც ვასაძის ...

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?