კინოთეატრ "ამირანთან" მისულ დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - კვირის პალიტრა

კინოთეატრ "ამირანთან" მისულ დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

კინოთეატრ "ამირანთან" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მისული დავით ბერძენიშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. მას კომენტარის გაკეთებაში ხელს ჯერ შეძახილებით უშლიდნენ, ამის შემდეგ კი აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას ფიზიკურად გაუსწორდა.

დავით ბერძენიშვილი ტერიტორიიდან პოლიციამ გაარიდა.

კინოთეატრ "ამირანთან" "ქართული მარშის" და ლევან ვასაძის მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლას ცდილობენ

"ინტერპრესნიუსი"