ვინ არის სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც კინოთეატრ "ამირანთან“ შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა - კვირის პალიტრა

ვინ არის სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც კინოთეატრ "ამირანთან“ შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა

კინოთეატრ "ამირანთან“ შეხლა-შემოხლის დროს სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით ადგილიდან გაიყვანეს. "ამირანთან“ პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა.

ამ დროისთვის სიტუაცია კვლავ დაიძაბა კინოთეატრ "ამირანის“ შესასვლელთან. "ქართული მარშის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ამ დრომდე ცდილობენ ძალისმიერი მეთოდით შესვლას, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.

"ინტერპრესნიუსი"