აქციის მონაწილეები "ამირანის" შესასვლელისკენ ბოთლებს და სხვადასხვა საგანს ისვრიან - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეები "ამირანის" შესასვლელისკენ ბოთლებს და სხვადასხვა საგანს ისვრიან

კინოთეატრ "ამირანთან" სიტუაცია ისევ დაიძაბა. აქციის მონაწილეები კინოთეატრისკენ ბოთლებს და სხვადასხვა საგანს ისვრიან.

"ამირანთან" კვლავ განთავსებულია სპეცდანიშნულების რაზმი და საპატრულო პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, თუმცა "ქართული მარშის" წარმომადგენლები და ლევან ვასაძის მხარდამჭერები სამართალდამცავების მოწოდებას არ ემორჩილებიან და კინოთეატრში შესასვლელად ადგილზე განთავსებული ბარიკადების გარღვევას ცდილობენ.

"ინტერპრესნიუსი"