"შთაგონებული ვარ, მამაცი მაყურებლებით, რომლებიც არ შეშინებულან" - როგორ ეხმაურება ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორი გუშინდელ პრემიერას?
09-11-2019
"შთაგონებული ვარ, მამაცი მაყურებლებით, რომლებიც არ შეშინებულან" - როგორ ეხმაურება ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორი გუშინდელ პრემიერას?
ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორი, ლევან აკინი, საქართველოში ფილმის პრემიერის გამართვას "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ძალიან ამაყი ვარ, რომ მუქარის ფონზე, არც ერთმა კინოთეატრმა, არ გააუქმა და არ გადადო კინოჩვენება და ამით სოლიდარობა გამოხატა. როგორც იქნა, ქართულმა აუდიტორიამ ფილმი იხილა! ეს ბრძოლა ჯერ კიდევ შორსაა დასასრულისგან და ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ იმ მამაცი მაყურებლებით, რომლებიც არ შეშინებულან და არ მიუტოვებიათ ფილმის ყურება",- წერს აკინი.

ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ
ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში გუშინ შედგა.

"ქართული მარშის" წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის ჩვენება გააპროტესტეს. თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა. შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.



ქეთა
10 ნოემბერი 2019 10:42
ეჰ რა ცოდო ხარ, და ვერ გრძნობ.
უცნობი
10 ნოემბერი 2019 09:54
ლევან აკინი , ვიღაც გადამთიელი ქართველად შემოტენილ- გასაღებული?
deda
09 ნოემბერი 2019 15:07
მამაცი კი არა,ფულით ავსებული "მაყურებელი"..დაკონკრეტდი თუ შეიძლებოდეს და ...მით უარესი მათთვის-მეორედ მოსვლა კარზეა-სოლომონის ტაძარი თითქმის ნახევრამდეა აშენებული სინას მთაზე,"ამაყო"!!!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?