კინოთეატრ "ამირანის" ცენტრალურ შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
კინოთეატრ "ამირანის" ცენტრალურ შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
კინოთეატრ "ამირანის" ცენტრალურ შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. რამდენიმე საათში კინოთეატრში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მორიგი ჩვენება გაიმართება.

"ქართული მარშის" წევრები და ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერები დღესაც აპირებენ, რომ ფილმის პრემიერა ჩაშალონ. შესაბამისად, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციელების მობილიზება კინოთეატრთან დღესაც გახდა საჭირო.

ამასთან, "ვერის ბაღში" იკრიბებიან "ქართული მარშის" წარმომადგენლებიც.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ დაიწყო.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები,
"ქართული მარშის" წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა.

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი,
რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?