"მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, რომ არა მისი პოლიცია, ფილმი არ გავიდოდა" - კვირის პალიტრა

"მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, რომ არა მისი პოლიცია, ფილმი არ გავიდოდა"

მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, პირადად მისი პასუხისმგებლობაა, ეგ არის ლობისტი. რომ არა მისი პოლიცია, ფილმი არ გავიდოდა, - აღნიშნული განცხადება ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა "ვერის ბაღში" გააკეთა.

ფალავანდიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს მორალური უფლება, რომ იყოს სახელმწიფო მმართველი და ის უნდა გადაგეს.

"გუშინდელის მერე ვიშუშებთ ჭრილობებს, ფიზიკურადაც და მორალურადაც. ვიღაცებმა ისროლეს რაღაცები, ეს მიუღებელი იყო, მაგრამ ჩვენ რომ აგვეღო ჯოხები, ეს არ გავაკეთეთ. დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ შტურმებს, აქედან გამომდინარე ხალხისთვის არ დაგვიძახია", - განაცხადა გურამ ფალავანდილშვილმა.

რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, ფალავანდიშვილის განმარტებით, ფიზიკური დაპირისპირება არ იქნება, ისინი პლაკატებით ყველა კინოთეატრთან გადანაცვლებას გეგმავენ.

"ჩვენ პლაკატები დავბეჭდეთ ინგლისურ და ქართულ ენებზე, რომ ეს შეუარცხყოფაა ჩვენი ერის. ამ პლაკატებით წავალთ ყველა კინოთეატრთან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი სიბილწე, გარყვნილება და ჩვენი ერის სულში ჩაფურთხება პოლიციის დაცვის გარეშე არ უნდა გადიოდეს",- განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

იხილეთ ასევე: "შენ ჩემთან სახლში მოხვედი გასულ აპრილს რაღაცა სათხოვარით..." - რა გაუხსენა და როგორ მიმართა ლევან ვასაძემ ბიძინა ივანიშვილს?

"ინტერპრესნიუსი"