"თუ პოლიცია წავა, მაშინ შევალთ კინოთეატრში - დარბაზში შუქს ავანთებთ, ან შეიძლება დავიძახო - ამას რას უყურებთ, ხალხო!" - კვირის პალიტრა

"თუ პოლიცია წავა, მაშინ შევალთ კინოთეატრში - დარბაზში შუქს ავანთებთ, ან შეიძლება დავიძახო - ამას რას უყურებთ, ხალხო!"

თუ პოლიცია აქედან წავა, ჩვენ მაშინ შევალთ "ამირანში" და ჩავშლით ჩვენებას. ოღონდ, უკვე გაწევ-გამოწევა აღარ იქნება. უბრალოდ, დარბაზში შუქს ავანთებთ, - ამის შესახებ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს კინოთეატრ "ამირანთან" განუცხადა.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები ძალის გამოყენებით არ აპირებენ ფილმის პრემიერის ჩაშლას.

"იყო გადაცდომები, ცუდია რაც მოხდა. კიდევ შეიძლება მოხდეს, ამიტომ, ჩვენ მომხრეებისთვის აღარ მოგვიწოდებია, რომ მოდით და შევიდეთ კონოთეატრში. უბრალოდ, მშვიდობიანად ვიდგებით. პლაკატიც დავამზადეთ ივანიშვილის, მთავრობის და სოდომისტების შესახებ. თუ ეს პოლიცია აქედან წავა, ჩვენ მაშინ შევალთ, ჩავშლით ჩვენებას, ოღონდ უკვე გაწევ-გამოწევა აღარ იქნება. უბრალოდ, დარბაზში შუქს ავანთებთ. ასევე, შეიძლება შუქი არ ავანთო, მაგრამ დავიძახო - ამას რას უყურებთ, ხალხო და ასეთი შეძახილებით გავაჩერო", - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"