ავარიას მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი ემსხვერპლა, დაშავებულია 5 ადამიანი - კვირის პალიტრა

ავარიას მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი ემსხვერპლა, დაშავებულია 5 ადამიანი

ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ ავტომანქანაში მსხდომი მცირეწლოვანი ბავშვი და შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებულია 5 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის გაჩიანი-ლილოს მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითაა აღძრული.

"ინტერპრესნიუსი"