გორში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

გორში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოლოზთან, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. მოსახლეობის ინფორმაციით, ადგილობრივი გია ბედოშვილი გუშინ ახლობლებთან ერთად ტყეში სანადიროდ იყო წასული. შემთხვევა, სავარაუდოდ, სწორედ ნადირობის დროს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბედოშვილს ცეცხლნასროლი დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

სოფელში ორ ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთის თანახმად, ბედოშვილს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა, მეორე ვერსიით კი ის სხვა მონადირის იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია ექსპერტიზები.

"ინტერპრესნიუსი"