თბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
თბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
თბილისის 74-ე ბაგა- ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მშობლებმა მიაწოდეს.

თავად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა.

"74-ე ბაგა-ბაღის ორი აღსაზრდელის, დედ-მამიშვილების, ოჯახმა ბაღს აცნობა, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ და რამდენიმე დღის შემდეგ, შეატყობინა დიაგნოზიც. ამის საფუძველზე ბაღმა მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციის მიხედვით, ჩაატარეს ყველა საჭირო სადეზინფექციო სამუშაო. ბაღში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა",
- განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.

უწყების ინფორმაციითვე, მუნის შემთხვევა სხვა ბაღებში არ დაფიქსირებულა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
დღის კითხვადი სტატიები