"ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ წლები გავიდა, თუმცა რიგმა სიმსივნეებმა ახლა იჩინა თავი" - რატომ ამჯობინებენ ქართველი პაციენტები უცხოეთში მკურნალობას?
"ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ წლები გავიდა, თუმცა რიგმა სიმსივნეებმა ახლა იჩინა თავი" - რატომ ამჯობინებენ ქართველი პაციენტები უცხოეთში მკურნალობას?
საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი დღთიდღე მატულობს, საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს სიმსივნით გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 7095 შეადგენდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 234 ადამიანით გაიზარდა. კველევებმა დაადასტურა, რომ კიბოს შემთხვევების 56% ქალებში, ხოლო 44% მამაკაცებში ვლინდება. საზოგადოების ნაწილი მკურალობას უცხოეთში, ნაწილი კი საქართველოში იწყებს. ონკოლოგ ქეთი გიგილაშვილის თქმით, ამის მიზეზი ქართული მედიცინის მიმარ ხალხის უნდობლობაა.

სიმსივნის გახშირებაზე, მკურნალობის გზებსა და რისკებზე "კვირის პალიტრასთან" ონკოლოგმა ქეთი გიგილაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ქალებში გავრცელებულია
ძუძუს კიბო, ხოლო მამაკაცებში ფილტვისა და ხორხის სიმსივნეები, ასევე საგრძნობლად მომატებულია ფარისებრი ჯირკვლის კიბო, რაც, მისი თქმით, მზის რადიაციის გაძლიერებისა და ხალხში დანერგილი არასწორი ცხოვრების წესის ბრალია. ქეთი გიგილაშვილმა საუბრისას ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის მომატების ერთ-ერთ გამომწვე მიზეზად ჩერნობილის კატასტროფის დროს გავრცელებული რადიაციაც დაასახელა. "ჩერნობილის ტრაგედიის
შემდეგ წლები გავიდა, თუმცა რიგმა სიმსივნეებმა ახლა იჩინა თავი", - გვითხრა ონკოლოგმა.

სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია უცხოეთში სამკურნალოდ წასულ პაციენტთა რიცხვიც.

ქეთი გიგილაშვილი:
"ქართველი პაციენტების ნაწილი არ ენდობა ქართულ მედიცინას, ეს გარკვეულწილად იმითაც არის განპირობებული, რომ საბჭოთა კავშირის დროს ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ ხშირად მოსკოვში მიდიოდნენ, ამასთანავე, უწინ ჩვენთან სხივური თერაპიის აპარატურა არ ვარგოდა - დამწვრობას იწვევდა, ყველაფერი მოძველებული, როგორც წესი, სხვა ქვეყანაში ჩამოფასებული და მეორადი ჩამოჰქონდათ. ახლა აპარტურა განახლებულია, ექიმებმაც გაიარეს გადამზადება".

ვესაუბრეთ პაციენტებსაც, რომელთა ნაწილმა - საქართვლოში ნაწილმა კი საზღვრებს გარეთ გაიარა მკურნალობის კურსი.
54 წლის ზაზა გურგენიძის თავდაპირველი დიაგნოზი გრეივსის დაავადება იყო, შემდეგი კი ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. დაავადების სავარუდო მიზეზი ჩერნობილის კატასტროფას უკავშირდება.

ზაზა გურგენიძე:
- ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის დღეს უკრაინაში, ზაპაროჟიეში ვიყავი, თუმცა დაავადება 21 წლის შემდეგ გამოვლინდა. ოპერაცია მალევე თბილისში გავიკეთე, რასაც გართულება არ მოჰყოლია. მკურნალობა უკრაინაში, რადიაციული იოდით გავაგრძელე. წლებია შემოწმებას ყოველ 6 თვეში ერთხელ თბილისში ვიტარებ. ჩემი დაავადება დამარცხებულად მიიჩნევა, ვფიქრობ, სიმსივნეების მკურნალობის თვალსაზრისით წინსვლა არის, თუმცა ევროპას ჩამოვრჩებით. ხშირად ზუსტი დიაგნოზის დასმა ჭირს. ფარისებრ ჯირკვალზე უკვე კარგად მუშაობენ და სხვა სახის სიმსივნეებსაც ნელ-ნელა სწავლობენ, მაგრამ, ფაქტია, რომ ექიმებს გადამზადება სჭირდებათ.

ლევან რუხაია 42 წლის, პირველად დიგნოზი: ხორხის პაპილომა, მეორადი დიაგნოზი: ხორხის სიმსივნე, კარცინომა:
- სამედიცინო სისტემა არ ვარგა საქართველოში, არც დაფინანსების და არც ონკოლოგიის მიმართულებით. ჩემი დაავადებით გადარჩენილების და დაღუპულების სტატისტიკაც კი ვერ მანახეს. გჭირდება თუ არ გჭირდება სიმსივნეზე მაინც ქიმიას ნიშნავენ. ჩემს შემთვევაში ოპერაცია მარტივი გამოსავალი იყო, თუმცა საქართველოში გარანტიები ვერ მომცეს, ამიტომ თურქეთში წავედი. თურქეთს თუ შევედარებით, ძალიან ჩორჩენილები ვართ, იქ ყველაფერი ისე ამიხსნეს, რომ ბრმად ვენდე ექიმებს და ვიმედოვნებ, რომ ნახევარ წელიწადში თავისუფლად ვიტყვი, სიმსივნე დავამარცხე - მეთქი.

ჩვენ მიერ ჩატარებულმა ქუჩის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების ნაწილს ამ საკითხთან მიმართებაში სხვა და სხვა აზრი აქვს. ისინი მეტ-ნაკლებად ენდობიან ქართულ მედიცინას და ონკოლოგიური დაავადების მკურნალობას საქართვლოში, თუმცა არჩევანის შემთხვებაში უცხოეთს ამჯობინებენ.

ელენე მეტრეველი
(სპეციალურად საიტისთვის)









ჰმ
11 ნოემბერი 2019 17:20
ლამის 50% ტტყუილად ეუბნებიან რომ კიბო აქვტ მიტომ რომ ქმიოტი ფისნასდეიან ეს 300 000 ღირს და ეგენი ამ ფულს იებენ, ამრაავი სა ცუტხრეს რომ აქვს კიბო ინამდვილეში არ აღმოაცნდატ და ფბ სასეა აასეტებიტ, უცხოეტში რრო წავიდნე იქ ხტრეს რო არაფერივც არ აქვტ, აი ასე
სოდა და ურინათერაპია კურნავს კიბოს
11 ნოემბერი 2019 17:17
რა დროს ჩერნობილია, 1 და 3 წლის ბავშვიც ჩერნობილია?! მოდებულია, ამის მიზეზი არის უმარავი, აქ არაფერი კარგი არ სემოდის დაა ამდენი დაბინძურებული გარემო წყალი იქ ყრიან ყველაფერს, ოქროს რომ აფეტქბენ ეეგაც და უამრავი მსგავსი ჯულია რობერტსის ერიკ ბროკოვიჩი მაინც არ გინახავთ დაქ უკეტესადაა საქმე?
მე სიმსივნის გენი მაქვს და ვცოცხლობ მშვენივრად. ეს დაავადებაც არა ერტგზის დავამარცხე, სოდის თერაპიიტ. პირველად ურინათერაპიიტ, რომელიც ყვალ დაავადების მკურნალია, დაგუგლეთ და გაეცანიტ. ახლა სოდის თერაპიაზე. ეს სეგიზლიატ სვათ პროფილაქტიკის მიზნიტაც არასოდეს შეგხვდებათ სიმსივნე. ბევრ დაავადებას კურნავს. დაგუგლეტ ხალხო, რუსულად და ინგლისურად მილიონი ინფორმაცია და ვიდეოა ნეტზე და იუტუბიზეც. ქართულადაც კი არის მგონი.
მოკლედ, 1ჩკოვზ სოდას ასხამთ ადუღებულ წყალს რომ სოდა ჩააქრეს, ცოტა შეგრლდბა უმატებთ 3 კოვზ თაფლს.სისმსივნის ცუდი უჯრედები 15 ჯერ მეტ ტკბილს მოიხმარს და ეს ტკიბლი პირდაპირ იქ მიდის, მიყვება სოდა ტავს ესხმის და ანადგურებს ამ ბოროტ უჯრედებს, კარგს არა!(პროფილაქტიკის მიზნიტ უთაფლოდაც შეიძლება) სვამთ უზმოზე. მიხვდებით რომ ნაჭამ მუცელზე არ შეიზლება. როცა ამ ტერაპიას აკეტებ უნდა სვა ბევრი წყალი!!! რომ გარეტ გამოიდევნოს, 1 სთ მაინც აქეტ იქიდან არაფერს ჭამ
1.5-2 ლიტრა. არასოდეს ავადაც კი არ გახდებით.

სოდა უნდა იყოს მინარევების გარეშე. რუსული 'გოსტ' კარგია

სოდა ლეიკემიასაც არჩენს და უამრავ დაავადებას. ვისაც გულის კუნთი სუსტდა გიმუშავებთ თავი შეიკავეთ. თავად დაზებნეთ ინტრენზე ინფორმაცია. გრავილაც კარგია. დაძებნეთ


კლინიკები რომ სავსეა სიმსივნიანებით და ბავშვებით აკი იცით, და რატომ?უამრავჯერ დაიწერა შეუმოწმებელი სამშენებლო მასალებით, აქ აამაზე კონტორლი არ არის. უცხოეთისგან განსხვავებთ. ასევე, ჩინური სათამაშოები ყველა შეიცავს ტყვიას, პლუშებს ატასნიარს რომ ყიდულობტ და ბავშვს უვსებთ საწოლს, აი საიდან უჩნდება ბავშვს სიმსივნე , იციტ ხომ პლუში რა არის? დათვები და ცხოველები, ასევ ტავად სათამაშოები, თავად რძის ბოთლებიც კი ამას შეიცავს, სავნები, ჩიხოლები, და ყველაფერი ჩინეთიდან სემოდის, ტანსაცლეივ კი, ჯამ-ჭურჭელი და საერთოდ ყველაფერი.
გიკვირტ ახლა ამდენი სიმსივნიანი? ბავშვებით რომ სავსეა საავადმყოფო?!

არ გაეკეროთ ჩინურს არაფერს!
ჰოპლა
11 ნოემბერი 2019 16:09
ქართველი ექიმები მწველავებს დაემსგავსნენ.ავადმყოფებს ჯერ ერთმანეთს უგზავნიან,მერე სააფთიაქო ქსელებთან გარიგებულები იმდენ არა საჭირო წამლებს უწერენ ავადმყოფი კი არა კარგადმყოფი ვერ აუვა მის შეძენას და მიღებას."ორღობეში' და "გადასასვლელებში" მიღებული სამედიცინო განათლებით

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები