როგორია ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ინფარქტი მიიღო - კვირის პალიტრა

როგორია ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ინფარქტი მიიღო

თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკა "ჰელსიკორის" ექიმმა, თამარ ჭიხორიამ განუცხადა, ჯერჯერობით ჯიშკარიანის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერა არ იგეგმება.

"დღეს შედარებით სტაბილურად არის, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, როდის გავწერთ. ამ ეტაპზე ვაკვირდებით იმიტომ, რომ დიდი ინფარქტი იყო", - განაცხადა ჭიხორიამ.

ჯიშკარიანი სამედიცინო დაწესებულებაში მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით პარასკევს, გვიან ღამით გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, მისი თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით გაწერეს.

"ინტერპრესნიუსი"