საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ კოდისწყაროსთან ორი მამაკაცი დააკავეს - კვირის პალიტრა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ კოდისწყაროსთან ორი მამაკაცი დააკავეს

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროს განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი მამაკაცი დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულები დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი, სავარაუდოდ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - ყარაფილასა და კოდისწყაროს მიმდებარედ იმყოფებოდნენ, სადაც მათი დაკავება მოხდა.

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროს განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ორი მამაკაცის დააკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახური ადასტურებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, ორი პირი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებითაა დააკავებული. მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებო მისია.

"ინტერპრესნიუსი"