"მე და ჩემს მეუღლეს ამ თემაზე უთანხმოება ხშირად მოგვსვლია" - კვირის პალიტრა

"მე და ჩემს მეუღლეს ამ თემაზე უთანხმოება ხშირად მოგვსვლია"

"ძალიან არ მომწონს და არ მიყვარს, როცა ჩემს პირად ცხოვრებაში სხვა ერევა"

"აქვს უნარი, თავი მოაწონოს მისთვის საჭირო ადამიანს, ზოგჯერ ზედმეტად თავხედია, რაც საზოგადოებაში ცუდ რეპუტაციას უტოვებს. თავისუფლების უსაზღვრო სიყვარულის გამო არ შეუძლია კომპრომისზე წასვლა, ამიტომ ხშირად პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს. წყენას იოლად ივიწყებს, საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი ფიტნესინსტრუქტორის, გიორგი ორბელაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მაგრამ ჩემი ნიშნის დახასიათება არაერთხელ მაქვს წაკითხული. ზოგიერთი დეტალი ჩემს ხასიათთან თანხვედრაში მოდის.

- როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ? - ყველა ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას ევლინება, უკვე იღბლიანია. ძალიან ხშირად მაქვს განცდა, რომ სამყარო ხელს მიწყობს წარმატებებში.

- "თითქოს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ საკუთარი სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო ზოგჯერ უსუსურ სიტუაციაშიც ვარდება". - მორცხვი არ ვარ, უბრალოდ, ადამიანის ზედმეტად შეწუხება არ მიყვარს. ისე ვიქცევი, როგორც მინდა, რომ მომექცნენ. გამორიცხულია, ვინმეს გამორჩენის მიზნით დავუახლოვდე ან სანაცნობო წრე, მეგობრები კარიერის აწყობაში გამოვიყენო.

- "აქვს ქარიზმა, თავი მოაწონოს მისთვის საჭირო ადამიანს". - ალბათ სიმართლეა, ასეთი მომენტები ცხოვრებაში არაერთხელ მქონია.

- "ის საოცარი მანიპულატორია". - შეგნებულად არავისი გრძნობებით არ ვმანიპულირებ, მაგრამ მსგავსი შემთხვევა უნებურად მომხდარა.

- "უყვარს წუწუნი, სხვებისთვის გულის აჩუყება". - არ არის სიმართლე. წუწუნი არ მიყვარს, არასდროს გამჩენია სურვილი, ვინმეს თავი შევაცოდო. ყველაზე რთულ და გამოუვალ სიტუაციაშიც კი ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო და გამოსავალი ვიპოვო.

- "აქვს მოთხოვნილება რჩევებს ეკითხებოდნენ. როცა ასე ხდება, უხარია". - მსგავსი სურვილი არასდროს გამჩენია.

- "ის იშვიათადაა ინიციატორი. ყოველთვის ურჩევნია, ვინმეს გაკვალულ ბილიკებზე იაროს". - ხანდახან სხვის გამოცდილებას ვიყენებ, ზოგჯერ კი ინიციატივის საკუთარ თავზე აღების სურვილი მიჩნდება. სიტუაციის და მდგომარეობის მიხედვით ვიქცევი.

- "მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს გემოვნება, ნიჭი, არისტოკრატიზმი და არაერთი კარგი თვისება, მაინც ესაჭიროება ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს და მიმართულებას მისცემს". - დავეთანხმები. კარგია და მომწონს, როცა გვერდით ასეთი ადამიანები მყავს.

- დაგვისახელეთ ისინი? - ოჯახის წევრები და მეგობრები.

- "თუ სითბო მოაკლდება, ბუზღუნა და პრეტენზიული ხდება". - კი ავბუზღუნდები ხოლმე, მაგრამ ეს ჰოროსკოპის ბრალი არა მგონია იყოს. დიდხანს დედისერთა ვიყავი და ამავე დროს - ორივე მხრიდან ბებიებისა და ბაბუების პირველი შვილიშვილი. 9 წლის შემდეგ ჩემი და დაიბადა. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი, მზრუნველობას, სითბოს და ყურადღებას მიჩვეული ვარ. არ მსიამოვნებს, როცა ეს მაკლდება, მაგრამ დრამატულად არ აღვიქვამ. გაგრძელება