მერია ვაჟა-ფშაველას გამზირის მოდერნიზებას გეგმავს
მერია ვაჟა-ფშაველას გამზირის მოდერნიზებას გეგმავს
თბილისის მერია 2020 წელს ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია-მოდერნიზებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ტექნიკური დავალების მომზადება ტრანსპორტის ნაკადების მოდელის გაკეთებაზე უკვე დაწყებულია.

"მომავალ წელს ვაპირებთ ვაჟა-ფშაველას გამზირის მოდერნიზებას, თუმცა არ გვაქვს წინასწარი ინდიკაცია, რომ იქ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი გახდეს მოძრაობა. რეაბილიტაცია იგეგმება. უკვე დავიწყეთ ტექნიკური დავალების მომზადება ტრანსპორტის ნაკადების მოდელის გაკეთებაზე", - განაცხადა ბითაძემ.

როგორც ცნობილია, ამჟამად ვაკეში - ჭავჭავაძის გამზირისა
და გლდანში - ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები