"ლოყაზე ჩქმეტა და მხარზე ხელის შეხება, არ არის დანაშაული" - რას ამბობს გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მასწავლებლის ნათესავი
"ლოყაზე ჩქმეტა და მხარზე ხელის შეხება, არ არის დანაშაული" - რას ამბობს გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მასწავლებლის ნათესავი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ერთ-ერთი სოფლის მასწავლებლის შესახებ, რომელიც გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს, გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ.

როგორც იმ სკოლის დირექტორი აცხადებს, სადაც შემთხვევა მოხდა, მომხდარის მოწმეები არასრულწლოვნის თანაკლასელები არიან.

"ბავშვმა მასწავლებელი დაადანაშაულა ხელით შეხებაში სხეულის ზედა ნაწილებზე. მომიტანა განცხადება. რა თქმა უნდა, საქმეს მივეცით კვალიფიკაცია, როგორც კანონი ითვალისწინებს. ეს არის დასჯადი ქმედება. შევატყობინე შესაბამის ორგანოებს, სოციალურ მუშაკს და მიმდინარეობს ძიება.

მე-9 კლასელი ბავშვია, ოჯახის ახლობელია, შესაძლებელია, სულაც არ იყო ეს ქმედება
რაღაც ასეთი, რაც დაიწერა, მაგრამ რადგან ბავშვმა განცხადება დაწერა, მე ვალდებული ვიყავი, კანონით გათვალისწინებული ზომები მიმეღო. თანაკლასელები არიან ამ საქმის მოწმეები და რა თქმა უნდა, ბავშვებიც დაიკითხნენ", - განაცხადა არასრულწლოვნის პედაგოგმა.

დაკავებულის ოჯახის წევრების თქმით კი, დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და ბავშვის ჩვენებაში "ძალიან ბევრი
ტყუილი წერია".

"არანაირი არც ძალადობა ყოფილა და არც არაფერი, უბრალოდ, ლოყაზე მოჩქმეტა და მხარზე ხელის შეხება მე მგონი, არ არის დანაშაული. აიძულებდნენ მას, რომ სამსახურიდან წამოსულიყო, რამდენჯერმე დაურეკეს, დაწერე განცხადება და წადი სამსახურიდანო. აღარ უნდოდა უბრალოდ, ზედმეტად გახმაურება, ისედაც უწევდა სამსახურიდან წამოსვლა და აღარ დაიწყო ამაზე ბრძოლა", - განაცხადა მამაკაცის ოჯახის წევრმა ტელეკომპანია "მთავართან" საუბარში.

ასევე, არსებული ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცსა და 14 წლის გოგონას შორის გარკვეული ნათესაური კავშირიც არსებობს.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონას სექსუალურად ავიწროებდა, რის გამოც 8 ნოემბერს დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?