მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა - თბილისში ავარიას მსხვერპლი მოყვა - კვირის პალიტრა

მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა - თბილისში ავარიას მსხვერპლი მოყვა

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი სხეულის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა, რა დროსაც ტრანსპორტი ამოტრიალდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო მისი მგზავრი დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"