პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა - კვირის პალიტრა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებთან ერთ-ერთი მოქალაქე მივიდა და მაკრატლით თმა შეიჭრა. მისი განცხადებით, პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ და ამას აპროტესტებს. მოქალაქემ მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა. ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოხდა.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "სირცხვილია" და ისინი პარლამენტისგან პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"