საქართველოში მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 07:18 საათზე, ნინოწმინდასთან დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდას შეადგენდა.