"ადგილობრივები გავაფრთხილე თუ ცეცხლი მიუახლოვდება ლენინგორის სოფელს, გაგვაგებინონ, რომ მეხანძრეები მზად იყვნენ"
"ადგილობრივები გავაფრთხილე თუ ცეცხლი მიუახლოვდება ლენინგორის სოფელს, გაგვაგებინონ, რომ მეხანძრეები მზად იყვნენ"
ოსური მედიის ინფორმაციით, ლენინგორში (ახალგორი) უკვე მეორე დღეა ხანძარს ვერ აქრობენ. ე.წ.სამხრეთ ოსეთის "საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს" ინფორმაციით, ცეხლი ტყის მასივს უკიდია. მათივე თქმით, ადგილი სპეციალური ტექნიკისთვის მიუდგომელია.

ე.წ. სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ ლაზაროვი აცხადებს, რომ მაშველები ცეცხლის ლიკვიდაციისთვის ყველაფერს აკეთებენ.

"ჩვენ ვაგროვებთ ხალხს, რომ ცეცხლის ჩაქრობაში მოგვეხმარონ. სხვა გზა არ გვაქვს. მოხალისეები მზად არიან დასახმარებლად. აქ დაახლოებით 20 ადამიანი გვყავს, 12 მეზობელი სოფლიდან შემოგვიერთდება",-აცხადებს ლაზარევი.

მისივე თქმით, სპეციალისტები ცეცხლის
მასშტაბს ვერ ადგენენ და "რაც მეტი ხალხი იქნება, უკეთესია". მისივე განცხადებით, ხანძართან უახლოესი დასახლებული პუნქტი სოფელი ჩუბენია.

"მე გავაფრთხილე ადგილობრივები, რომ თუ ცეცხლი მიუახლოვდება სოფელს, გაგვაგებონონ, რომ მეხანძრეები მზად იყვნენ",- აცხადებს ლაზარევი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?