პეკინის ქუჩისა და ცინცაძის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა "ტოიოტა პრიუსი" ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს."ინტერპრესნიუსი"