საქართველოს პატრიარქი:"მიყვარხარ საქართველო"
საქართველოს პატრიარქი:"მიყვარხარ საქართველო"
მიყვარხარ საქართველო-, ამის შესახებ საქართველოს კათოკიოს პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე ბრძანა, სადაც ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს.

პატრიარქმა "მიყვარხარ საქართველო" სამჯერ გაიმეორა.

მეტეხის ხიდზე მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად, საზეიმო პარაკლისი გადაიხადა. მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე იმყოფებიან სხვადასხვა ეპარქიების უმაღლესი სასულიერო წარმომადგენლები. მათ შორის არიან, ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, გორისა და ატენის მიტროპილიტი, მეუფე ანდრია და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი.

ასი
ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაჯო
14 ნოემბერი 2019 11:12
ტუ საქარტველო გიყვარტ ასეტი გარყვნილება და ამდენი მილიონერი ეპისკოპოსები და მგვდელ მტავრები როგორ სჰეკრიბე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?