ქარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა. ავარია ქარელი-კეხიჯვრის მონაკვეთზე, დევნილების საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. კორპუსის მაცხოვრებლების განცხადებით, საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა ქვეითს დაეჯახა.მათივე თქმით, არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი 16 წლის გიორგი გოგინაშვილია. გოგინაშვილების ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდანაა დევნილი.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს."ინტერპრესნიუსი"