ტოჩინოშინს ნეკნი გაუტყდა და სავარაუდოდ, ბაშოს გამოეთიშება - კვირის პალიტრა

ტოჩინოშინს ნეკნი გაუტყდა და სავარაუდოდ, ბაშოს გამოეთიშება

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგოძემ(ტოჩინოშინი) ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, ბაშოს გამოეთიშება. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ "ლელოს" ვებგვერდი ავრცელებს.

ლევან გორგოძეს ნეკნი სუმოისტ ტაკარაფუჯისთან შეხვედრისას გაუტყდა, რომელიც ქართველმა მოიგო.

"გაშუქების შემდეგ ნეკნი გატეხილი აღმოჩნდა, რის გამოც ტოჩინოშინს ბაშოდან გამოთიშვა მოუწევს", - წერს "ლელო".

"ინტერპრესნიუსი"