თბილისის ზღვასთან ახლოს ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა - კვირის პალიტრა

თბილისის ზღვასთან ახლოს ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა

თბილისის ზღვასთან ახლოს, ჰუალინგის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ქალი.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

"ინტერპრესნიუსი"