პარლამენტთან აქციაზე ინციდენტი მოხდა - კვირის პალიტრა

პარლამენტთან აქციაზე ინციდენტი მოხდა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობა "შეცვალეს" წამომადგენელმა ტიტე გედენიძემ განუცხადა, ერთ-ერთი უცნობი პირი მათი მოძრაობის წარმომადგენელ გოგონასთან მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა, რა დროსაც შეხლა-შემოხლა მოხდა.

აღნიშნული პირი პოლიციელებმა ადგილიდან გაარიდეს.

"ერთ-ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, პროვოკატორი სურათს გვიღებდა. ამ დროს ჩვენი აქტივისტი გოგონა მასთან მივიდა, რომ ეკითხა თუ რატომ გვიღებდა ის ჩვენ სურათს. ამ დროს კი ამ ადამიანმა ჩვენს აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - განაცხადა ტიტე გედენიძემ.

"ინტერპრესნიუსი"