ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა
მოძრაობა "შეცვალეს" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რეზიდენციასთან მოსვლით გააპროტესტეს პარლამენტის მიერ ჩაგდებული საარჩევნო ცვლილება. ამასთან, მოძრაობის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან კედელზე მიაწერეს "შეცვალე", რასაც უკვე პოლიციასა და მათ შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდად. ასევე მოვუწოდებთ ყველას, რომ დაიცვან კანონი და არ დაარღვიონ კანონი. რაც შეეხება იერსახის
დამახინჯებას, აღნიშნულ ფაქტს შევაფასებთ და დაიწყება ადმინისტრაცული წარმოება, როდესაც დადგინდება სამართალდარღვევა", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები