"სიყვარულმა ბევრად კარგ ადამიანად უნდა გაქციოს... დღემდე შეყვარებული არც ვყოფილვარ"
16-11-2019
"სიყვარულმა ბევრად კარგ ადამიანად უნდა გაქციოს... დღემდე შეყვარებული არც ვყოფილვარ"
"სიყვარული თავდავიწყებაა, როცა იმ ადამიანით ხარ მოცული. მასზე უფრო ხარ ორიენტირებული, ვიდრე - საკუთარ ეგოზე. სიყვარულმა უნდა გაგზარდოს, ბევრად კარგ ადამიანად გაქციოს. მგონია, რომ დღემდე შეყვარებული არც ვყოფილვარ", - ამბობს მსახიობი მარიამ ჩუხრუკიძე.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე ჩემი თავი იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ - არა მხოლოდ მსახიობობას, ოპერის მომღერლობასაც ვგულისხმობ. კონსერვატორიაში ვსწავლობ, მე-4 კურსზე ვარ, ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან მიკვირს იმ
ადამიანების, რომლებიც უკვე დიდები არიან და ვერ ხვდებიან, რისი კეთება სურთ. მიკვირს, როგორ ძლებენ ისეთ სამსახურებში და როგორ აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც სიამოვნებას არ ანიჭებთ..."

"ადამიანმა შენს სახელს ჩირქი არ უნდა მოსცხო. ვცდილობ, ასე ვიცხოვრო. საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა..."

"ზედმეტად ემოციური ვარ. ამას სხვა შეიძლება ვერც მიხვდეს, მაგრამ ათას სისულელეზე ვფიქრობ და განვიცდი, რაც ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსარგებლოა. ამ თვისების მოშორება მინდა..."

"ბედისწერა არსებობს თუ არა? რთული სათქმელია. ერთხელ ეგვიპტეში შევხვდი ადამიანს, რომელიც ასტროლოგიით იყო გატაცებული. მან თქვა, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ არის გაწერილიო. ვკითხე, მაშინ ადამიანის თავისუფალი ნება რატომ არსებობს? ღმერთმა არჩევანის უფლება რატომ მოგვცა, მაშინ ჩვენი როლი რაში მდგომარეობს-მეთქი? ბედისწერა ალბათ ნაწილობრივ არსებობს. ჩვენც შეგვიძლია, დავაკორექტიროთ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 14 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე

იბერიელი
16 ნოემბერი 2019 18:04
ეს გოგო ქართველი მონიკა ბელუჩია ესეთი მსგავსება გასაოცარია

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?