რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე
რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩეველმა ირინა შენგელიამ განუცხადა, გავრცელებული ფოტო არის რამდენიმე დღის წინ გადაღებული, როდესაც პრეზიდენტი კლინიკაში გეგმურ შემოწმებაზე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავს კარგად გრძნობს და ახლა სამსახურში იმყოფება.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, გამოეხმაურება თუ არა პრეზიდენტი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასე უპასუხეს: "აუცილებლად შეგატყობინებთ, როგორც
კი დავაპირებთ".




liziko
16 ნოემბერი 2019 16:56
რატომ უნდა იყოს ცუდად,ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ ხელში. მშვენიერი სიტყვა გვითხრა დღეს.ვინ ვუჯერებთ. ჩვენი გვინდა გავიტანოთ, მერე გაგვატანინებს ვინმე.იმას მაინც მივაწიოთ,რომ ცენტ.საარჩევნო კომისია შევაცვლევინოთ და სამართლიანი არჩევნები ჩავატარებინოთ. ღირსეულ მაჟორიტარს დავუჭიროთ მხარი. ეს ხომ შეგვიძლია

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?