რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩეველმა ირინა შენგელიამ განუცხადა, გავრცელებული ფოტო არის რამდენიმე დღის წინ გადაღებული, როდესაც პრეზიდენტი კლინიკაში გეგმურ შემოწმებაზე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავს კარგად გრძნობს და ახლა სამსახურში იმყოფება.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, გამოეხმაურება თუ არა პრეზიდენტი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასე უპასუხეს: "აუცილებლად შეგატყობინებთ, როგორც კი დავაპირებთ".