აქციაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად პერფორმანსი გაიმართა - კვირის პალიტრა

აქციაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად პერფორმანსი გაიმართა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პირბადეები გაიკეთეს და სოლიდარობა წუთიერი დუმილით გამოხატეს.

შეგახსენებთ, რომ ოსური მედიის ცნობით, ახალგორის საოლქო სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატირობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

"ინტერპრესნიუსი"