"ქართული ოცნების" ოფისთან ორი ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ოფისთან ორი ადამიანი დაშავდა

"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" ოფისის შესასვლელების პიკეტირება სურთ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს აქციის ერთი მონაწილე დაშავდა.

ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აქციაზე ერთ-ერთ ოპერატორს ხელი მოტყდა.

იხილეთ ვიდეო