"არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო! აფერუმ, ძმაო, შენ კაცობას!"
17-11-2019
"არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო! აფერუმ, ძმაო, შენ კაცობას!"
ფოტო:ვაჟა გაფრინდაშვილი
აკადემიკოსი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში ოკუპირებულ ახალგორში დაკავებულ ქართველ ექიმ-ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილზე წერს.

შეგახსენებთ, რომ ახალგორში დაკავებულ ექიმ ტრავმატოლოგ, ვაჟა გაფრინდაშვილს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეში ჩათულია წითელი ჯვარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. მას დე ფაქტო სამართალდამცველები ე.წ. საზღვრის წინასწარგანზრახვით გადაკვეთას ედავებიან.

"ის კი არ მიკვირს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს, სრულიად ფხიზელს, პირადყოფიერი დიდი პრობლემების არმქონეს, ამოასხა ერთ
დღეს და ეს ნაბიჯი გადადგა; ის უფრო მიკვირს, რომ არცერთ ქართველს, ჩემი ჩათვლით, თუნდაც სიმთვრალეში და თუნდაც რაღაც სულ სხვა ამბავზე გაბრაზებულს, იგივე ნაბიჯი პიროვნულად თავში არ მოსვლია!! ... ნუ, საზღვრის აქედან მასხრულ-მასობრივ პერფომანსებს სერიოზულად არც განვიხილავ! არც სასამართლოზე აღიარა, რომ ეს მისი მხრიდან "დანაშაული"
იყო - თავადაც უნდოდათ გამოშვება, მაგრამ ვაჟამ, - "არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო!" აფერუმ, ძმაო, შენ კაცობას!", - წერს "ფეისბუკში" დავით გადელია. (წყარო)


Qeti
17 ნოემბერი 2019 17:03
YOCHAG!!! mis qartvelobas da kacobas.
erti da ori kaci kiara RAC sheizleba bevri adamiani unda mivides da gaaprotestos.
ა, სამაგალითო ქართველი!!!
17 ნოემბერი 2019 12:29

ხედავთ?!! თურმე ჯერ არ გადავშენებულვართ, ბატონო ბიძინა, მიუხედავად თქვენი დიდი სურვილისა, და დაგამწუხრებთ - არც გადავშენდებით!!!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?