"მამა ნამდვილად არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია" - რა წერს ტყვეობაში მყოფი ექიმის შვილი
"მამა ნამდვილად არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია"  - რა წერს ტყვეობაში მყოფი ექიმის შვილი
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი  სოციალურ ქსელში,  ტყვეობაში მყოფი მამის სესახებ წერს:

"მეგობრებო შევეცდები სიახლეები გაგაგებინოთ, გუშინ ვიყავით ერთერთი დაკავებულის ოჯახში, რომელიც ორი დღის წინ გაანთავისუფლეს.
სამწუხაროდ ცხინვალის ციხიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღება ფაქტიურად შეუძლებელია გვიწევს ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა მეთოდით. განთავისუფლებულებმა გვითხრეს რომ ფიზიკურად კარგად ექცევიან, რა თქმა უნდა პირობები ძალიან რთულია სადაც ყავდათ იზოლატორში.
მამა ნამდვილად არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და "საზღვარი"
გადაკვეთა ამიტომაც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული საზღვრის განზრახ გადაკვეთის მუხლზე.

მთავრობიდან მაქსიმალურად ყველა ჩართულია და ცდილობენ სწრაფად მოგვარდეს ყველაფერი. ჩართულია ასევე საერთაშორისო წითელი ჯვარი, რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა რომელსაც შეუძლია ცხინვალის ტერიტორიაზე ოფიციალურად შევიდეს და დაკავებული პირადად მოინახულოს. ამ ორგანიზაციიდან ველოდებით სიახლეებს, მაგრამ რამდენიმე დღეა
ვერ მოახერხეს შესვლა და ვაჟას მონახულება.
ახლა გვინდა რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას, წითელი ჯვრის მთავარ ოფისს ჟენევაში.
გამოვიწვიოთ მაქსიმალური საერთაშორისო ჩართულობა რომ როგორღაც სწრაფად დასრულდეს ეს ამბავი.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ თქვენგან, მიხარია და მეამაყებით.
მეამაყება მამა!!! - წერს ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.




777
18 ნოემბერი 2019 19:15
"სამეგრელოდან". ჩემი სათქმელიც თქვენ თქვით!
vep1963
17 ნოემბერი 2019 22:49
სულით და გულით ქართველი. ლომი ,ლომისებრ მებრძოლი . ღმერთმა გაძლიეროთ .
სამეგრელოდან.
17 ნოემბერი 2019 21:05
ჩვენც გვეამაყება თქვენი მამა.
ის ჩვენი მამაც არის, ღირსეული მამულიშვილი და ვაჟკაცი ადამიანი. ვლოცულობ მის სიცოცხლეზე და ჯანმრთელად დაბრუნებაზე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?