მგზავრებით სავსე ავტობუსს ქუთაისის შემოვლით გზაზე ცეცხლი გაუჩნდა - კვირის პალიტრა

მგზავრებით სავსე ავტობუსს ქუთაისის შემოვლით გზაზე ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისის შემოვლით გზაზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ავტობუსი თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. მასში დაახლოებით 50 მგზავრი იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლის ჩაქრობა მალე მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"