პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი ისევ დაადეს
პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი ისევ დაადეს
ოპოზიციის წამომადგენლებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს კიდევ ერთი ბოქლომი დაადეს და ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები შემოახვიეს.

როგორც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, პოლიცია ვეღარ გაჭრის ჯაჭვს, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფო სიმბოლიკის - საქართველოს დროშის დაზიანება მოუწევს, რაც კანონით, დანაშაულია.

"დროშებით დავფარეთ ბოქლომები, რომლითაც პარლამენტის შესასვლელებია პიკეტირებული. დროშების გაჭრა სისხლის სამართლის დანაშაულია და იმედი მაქვს, რომ პოლიციებს ვერ გააბედინებენ დროშის გაჭრას. საქართველოს დროშა იცავს საქართვველოს პარლამენტს და არის ქართველი ხლხის მხარეს. ასე
რომ, ჩვენი არაძალადობრივი, მშვიდობიანი სამოქმედო გეგმა ძალაშია და კიდევ იქნება შემდეგი ნაბიჯები", - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
დღის კითხვადი სტატიები