მესტიაში, ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძარია - კვირის პალიტრა

მესტიაში, ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძარია

მესტიაში, ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სტიქიის ზონაში დღეს, დილიდან, 45 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ცხუმარის რწმუნებულის თამაზ ხეცურიანის ინფორმაციით, ცეცხლი ლიკალიზებულია, თუმცა დარჩენილია კერები. მისივე თქმით, დამწვარია დაახლოებით 3-4 ჰექტარამდე ტყის საფარი.

რაც შეეხება, ეცერს. სოფლის რწმუნებულის განცხადებით, აქ ტყის საფარი 5-6 ჰექტარამდეა დამწვარი. როგორც სოფლია რწმუნებულები ამბობენ, ცეცხლი, ძირითადად გამხმარ ფოთლებს უკიდია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება. ძლიერი დაკვამლიანებისა და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი წუხელ ღამით გაჩნდა.

ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"