"როცა საკუთარი ხელისუფლებაც შეურაცხყოფას გვაყენებს, მერე დამპყრობელიც და ყველა სხვაც უარესად დაგვჩაგრავს"
"როცა საკუთარი ხელისუფლებაც შეურაცხყოფას გვაყენებს, მერე დამპყრობელიც და ყველა სხვაც უარესად დაგვჩაგრავს"
ამ ადამიანის ლეგენდასავით ამბავი ერთი ლამაზი ფილმის სიუჟეტს ჰგავს. ფილმისა, რომელიც ტყვეობაში ნაპოვნ თავისუფლებაზე გვიამბობს. მისი მთავარი გმირი გახსენებს, რომ ადამიანისთვის უპირველესი ღირსებაა, გასწავლის, რომ როცა შენს მიწა-წყალზე მყარად დგახარ, სამშობლოს შემცილებლების დამარცხება უიარაღოდაც შესაძლებელია. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავი იმ საგმირო ეპოსის გაგრძელებაა, რომელიც მანამდე
გიორგი ანწუხელიძის, არჩილ ტატუნაშვილისა და სხვათა სიმამაცეზე გვიამბობდა.

"ასეთი გმირები ბევრნი არ არიან..."

დათო ტურაშვილი, მწერალი:
- ქართველი ექიმი საოცარი მაგალითია სამოქალაქო გმირობის, პასუხისმგებლობისა და საუკეთესო
მოქალაქეობის. ასეთები შეიძლება ბევრნი არ არიან, მაგრამ საქართველოში სულ იყვნენ და იქნებიან ისეთები, როგორიც ბატონი ვაჟაა.

ჩვენ თუ მართლა გვაქვს სახელმწიფო, ეს კაცი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. სამწუხაროდ, როცა საკუთარი ხელისუფლებაც შეურაცხყოფას გვაყენებს და ისე გვექცევა, როგორც პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მოგვექცა და მოგვატყუა, მერე დამპყრობელიც და
ყველა სხვა დანარჩენიც უარესად დაგვჩაგრავს. ბატონ ვაჟას დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ გათავისუფლებას ვუსურვებ. იხილეთ სრულად
ჰოპლა
19 ნოემბერი 2019 13:44
თქვენც დიდი ადამიანი და პატრიოტი ბრძანდებით ბატონო დავით.მადლობთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?