მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები გაჩერებულია - კვირის პალიტრა

მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები გაჩერებულია

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებლები გაჩერებულია. კონკრეტულად კი, როგორც "ინტერპრესნიუსს" სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოძრაობა დროებით შეფერხებულია ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე.

მათივე ცნობით, მატარებლები ამ დროისთვის მოძრაობენ ზონალურად - მხოლოდ სადგურის მოედნიდან ახმეტელის მიმართულებით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გვირაბში არცერთი მატარებელი არ გაჩერებულა. ამჟამად ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი ხარვეზის დასადგენად და აღმოსაფხვრელად.

"ინტერპრესნიუსი"