"წლების განმავლობაში შვილივით უვლიდა ჩემს მომაკვდავ ძმას" - რას წერენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმზე?
19-11-2019
"წლების განმავლობაში შვილივით უვლიდა ჩემს მომაკვდავ ძმას" - რას წერენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმზე?
"ფეისბუკმომხმარებელი" ნინო გიორგაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელშიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და წერს:

"ვინც ამ ადამიანს არ იცნობს, შეიძლება არც დაიჯეროს, რასაც თვითმხილველები ჰყვებიან. ჩემთვის დაუჯერებელი არაფერია. წლების განმავლობაში შვილივით უვლიდა ჩემს მომაკვდავ ძმას (ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მუშაობდა მაშინ). სამსახურიდან დაღლილი ჩვენთან მოდიოდა,რომ ჭრილობები დაემუშავებინა დათოსთვის და ამ ყველაფერს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, საკუთარი სურვილით აკეთებდა.

ჩვენს დროშიც
არსებობენ გმირები, უბრალოდ ჩვენ არ შეგვწევს უნარი მათი ამოცნობისა და დაფასებისა. ჩვენ მხოლოდ ის მოვახერხეთ, ავანტიურისტები გვექცია მებაირაღეებად..." წყარო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?