გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გლდანში, ე.წ.თიანეთის ბაზარში - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გლდანში, ე.წ.თიანეთის ბაზარში - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის ფაქტები გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყებებმა გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს, კერძოდ, ხორცი რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს.

"სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გლდანში, ე.წ.თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის განთავსებისა და რეალიზების შემთხვევები გამოვლინდა.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და მავნე სურსათის რეალიზების აღკვეთის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამსახურთან", -აცხადებენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"