"აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება" - რას აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი?
"აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება" - რას აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი?
ორშაბათს, 19:00 საათზე, აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს დაშალო,-ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დიღმელაშვილი მასშტაბურ აქციებს და პიკეტირების გაგრძელებას აანონსებს.

"მინდა ჩვენს მოთხოვნებში მეტი სიცხადე შევიტანო. ჩვენ ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები გარდაუვალი აუცილებლობაა ამ ქვეყნისთვის, რომელსაც არ დავთმობთ. ვინაიდან ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ხალხი აღარ დაგრჩათ, ჩვენვე შემოგთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი,
რომელიც აბსოლიტურად ზის კონსტიტუციაში.

ჩვენ პროპორციულ არჩევნებს აუცილებლად უზრუნველვყოფთ . ხომ დაგვშალეთ გუშინ , ორშაბათს აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს დაშალო. ყოველ კვირას აქ იქნება პიკეტი, სამშაბათს სესია არ შედგება და თუ დეპუტატებს მოუნდებათ იქ შესვლა , ჯერ ქართველი
პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და უნდა გაგვწიონ ჩვენ ყველა. ყოველ კვირას სიცოცხლეს გაგიმწარებთ",-განაცხადა დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, შეიძლება გუშინ აქციის მონაწილეები არ იყვნენ გამარჯვებულები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი იყო დამარცხებული და სხვა ყველაფერთან ერთად გუშინდელი დღესაც არ აპატიებენ.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
09-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?