"მიიღებთ ხალხის რისხვას, არ გეწყინოთ, მაგრამ მწარე გინებასაც მიიღებთ" - როგორ მიმართა გიგი უგულავამ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს?
"მიიღებთ ხალხის რისხვას, არ გეწყინოთ, მაგრამ მწარე გინებასაც მიიღებთ" - როგორ მიმართა  გიგი უგულავამ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს?
თქვენ უკანონობას ასრულებთ და მიიღებთ ხალხის რისხვას, არ გეწყინოთ, მაგრამ მწარე გინებასაც მიიღებთ, მაგრამ თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება, - ასე მიმართა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტის წინ გამართული აქციის ტრიბუნიდან.

მისი თქმით, მათი სურვილია, "თითოეულმა პოლიციელმა იგრძნოს, რომ აბსურდს ჩადის, იქ რომ დგას".

"პოლიციელების საყურადღებოდაც მინდა ვთქვა, თქვენთან ურთიერთობასაც კარგად გამოვიმუშავებთ. უბრალოდ მინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, ერთ მომენტში, ფარებით, ხელკეტებით შეიარაღებულები რომ მოხვალთ, აღმოაჩენთ, რომ ბავშვებივით მოგექცევით.
ვიღაცა თითს დაგანახებთ, როგორც კალაძე და ამას სამწუხაროდ დაიმსახურებთ. ვიღაცა მასკით მოგივათ, დაგეჯღანებათ და გაიქცევა. თქვენ მოხვალთ, დაიღლებით ამ უკანონობის შესრულებით. თქვენ მიიღებთ ხალხისგან რისხვას. არ გეწყინოთ, მაგრამ მწარე გინებასაც მიიღებთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ უკანონობას ასრულებთ,
მაგრამ ამავე დროს უნდა გესმოდეთ, რომ თმენა თქვენი ვალდებულებაა, მაგრამ ჩვენი სამიზნე თქვენ არ ხართ, ჩვენი სამიზნეა, რომ ყოველი აქტი, ყოველი მატყუარა სიმულაცია აქტები, რომ ვითომ მთავრობა მუშაობს, გახდეს შეუძლებელი", - განაცხადა უგულავამ.

მან 24 ნოემბრის სამოქმედო გეგმაც გააჟღერა. მისი თქმით, აქტივისტები ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

"შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანთან, ფართომასშტაბიანი მსვლელობა მოხდება პარლამენტისკენ და აქ გაიმართება საპროტესტო აქცია, დამრჩენები დავრჩებით ღამე და მეორე დღეს, 12:00 საათზე, როდესაც მოვლენ პატიოსანი გვამები იმისთის, რომ მორიგი მურუსიძე აირჩიონ უზენაეს სასამართლოში, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. შემდეგი იქნება კანცელარია",- აღნიშნა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
09-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?