როგორი ამინდი იქნება საქართველოში 22-25 ნოემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 22-25 ნოემბერს

25 ნოემბრამდე საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება 24 ნოემბრის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, მათ შორის თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში +3+5 გრადუსამდე იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მოთოვოს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 22 ნოემბრიდან - 28 ნოემბრის ჩათვლით ტემპერატურა +12+15 გრადუსამდე იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე კი ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.