"გა­ვი­და კო­რი­დორ­ში და იქე­დან უკვე დედა შე­მა­გი­ნა" - რას ყვება ცნობილი ნეიროქირურგი, რომელიც პაციენტის ნათესავმა სცემა - კვირის პალიტრა

"გა­ვი­და კო­რი­დორ­ში და იქე­დან უკვე დედა შე­მა­გი­ნა" - რას ყვება ცნობილი ნეიროქირურგი, რომელიც პაციენტის ნათესავმა სცემა

19 ნოემბერს, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ცნობილ ნეიროქირურგს გიორგი მაღალაშვილს სცემეს. არსებული ინფორმაციით, ის მისივე პაციენტის ნათესავმა სცემა.

მაღალაშვილმა, რომელსაც ცემის კვალი სახის არეშიც ეტყობა, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და ინციდენტის დეტალები გაიხსენა:

"ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა, იმიტომ რომ არის რაღაც საზღვრები ურთიერთობაში, რომლის შემდეგაც არ შეიძლება თავის შეკავება. პრეტენზია ჰქონდა იმაზე, რომ როგორც მერე გავარკვიე, ჰყოლია ნათესავი, რომელიც დაიღუპა საავადმყოფოში და ექიმებს ვერ იტანს. აი, ეს იყო პრეტენზია. გაგრძელება